შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

12.02.24 12:12
შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით დუშეთში მოქალაქეს დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა. 

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს.  

სხდომის დაწყებამდე "პირველები" ბრალდებული პოლიციელის, თამაზ ბრაჭულის ძმას ესაუბრა. მისი თქმით, შემთხვევა შუაღამით, ორის ნახევარზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ქარბუქი და ძლიერი თოვა იყო, რის გამოც, მისი მტკიცებით, პოლიციელმა ვერ დაინახა,  რომ ადამიანს დაეჯახა. კაცი ირწმუნება, რომ მის ძმას მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები