პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს არჩევა წერილით მიულოცა (დოკუმენტი)
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას პასუხობს. ადმინისტრაციის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.
საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა," - ამბობენ ადმინისტრაციაში.
დღეს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ კობახიძის გუნდი ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.
"უგუნური გადაწყვეტილება" - ასეთი იყო თავდაცვის მინისტრის განცხადება.
ირაკლი ჩიქოვანის გარდა პრეზიდენტს თავს დაესხმა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დუმილს "პოლიტიკური სიბეცე" უწოდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ილჰამ ალიევმა, ხმების 92% მიიღო. ეს უკანასკნელი ქვეყანას ბოლო 20 წელია მართავს.