ე.წ. პოლიტიკოსი - მათიკაშვილი პრეზიდენტზე

12.02.24 15:02
ე.წ. პოლიტიკოსი - მათიკაშვილი პრეზიდენტზე

"მისი მხრიდან თავშეკავება, არ მილოცვა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტისადმი, ამ სიხარულის გაუზიარებლობა, არის ძალიან მძიმე ნაბიჯი მის პოლიტიკურ სისუსტეზე" - საქართველოს პრეზიდენტს ამ განცხადებით "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი აკრიტიკებს.

მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პოლიტიკოსად მოიხსენიებს.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქცევებით საკუთარ თავს გამოუტანა ქვეყნის შიგნით განაჩენი და ფორმალური პრეზიდენტია ქვეყნის შიგნით, ის მაინც პრეზიდენტს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე ხელშესახები თანამდებობაა, მისი მხრიდან თავშეკავება, არ მილოცვა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტისადმი, ამ სიხარულის გაუზიარებლობა, არის ძალიან მძიმე ნაბიჯი მის პოლიტიკურ სისუსტეზე და ამ ე.წ. პოლიტიკოსის პოლიტიკური არენაზე დარჩენის შეუძლებლობაზე საუბრობს,“ - ამბობს მათიკაშვილი.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის და "ქართული ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტს აკრიტიკებენ, ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. 

დღეს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ კობახიძის გუნდი ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. 

"უგუნური გადაწყვეტილება" - ასეთი იყო თავდაცვის მინისტრის განცხადება. 

ირაკლი ჩიქოვანის გარდა პრეზიდენტს თავს დაესხმა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დუმილს "პოლიტიკური სიბეცე" უწოდა

ცნობისთვის,  აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ილჰამ ალიევმა, ხმების 92% მიიღო. ეს უკანასკნელი ქვეყანას ბოლო 20 წელია მართავს. 

მსგავსი სიახლეები