"როდესაც დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ" - "ოცნება" დაჭერებს არ გამორიცხავს

12.02.24 15:06
"როდესაც დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ" - "ოცნება" დაჭერებს  არ გამორიცხავს

"ქართული ოცნება" დაკავებების სერიას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ დაკავებების სერია მოსალოდნელია.

როგორც მდინარაძემ თქვა, დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.

დაკავება არ არის ერთადერთი საპრევენციო იარაღი კორუფციის წინააღმდეგ. მათ შორის, თუ ეს საჭირო გახდება... დაკავებების სერია ეს არის თქვენი მოლოდინი, თქვენი ტერმინი და რეპრესიაა "ნაციონალური მოძრაობის" სტილი. ეს არ არის კორუფციის წინააღმედგ ბრძლის ერთადერთი იარაღი. როცა დასაკავებელია ადამიანი, იმას დააკავებენ, - თქვა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დრეს ტვდაცვის ახალმა მინისტრმა კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბძღოლა დააანონსა. "ყველაფერს შევისწავლით" - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

მსგავსი სიახლეები