მართლმსაჯულება იზეიმებს მაშინ, როცა მკვლელები წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე - კონფლიქტოლოგები კარბაიას საქმეზე
რატომ არ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება იმ დამნაშავეების დასჯას, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები მოკლეს - თამაზ გინტურის მკვლელების გარდა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მისაცემი ის სამი მილიციელიც, რომლემაც გალში თემურ კარბაია მოკლეს.
დე ფატქო რეჟიმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ კარბაიას მკვლელებიდან ორი დაკავებულია, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
კონფლიქტოლოგები თვლიან, რომ კარბაიას მკვლელობაში მხოლოდ სამი ადამიანი არ მონაწილეობდა და გაცილებით მეტი პირი იყო ჩართული. გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ მკვლელობაში დადანაშაულებულმა კვეკვესკვირმა რუსეთში გადასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მაღალჩინოსნების დახმარებით შეძლო.
როგორც კონფლიქტოლოგები ამბობენ, უმთავრესია, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში დადანაშაულებული პირები ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ კარბაიას მკვლელები არიან დაჭერილები. როგორც ცნობილია, ორი არის დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, მესამემ - კვეკვესკვირმა მოახერხა მაღალჩინოსნებთან ერთად კორუფციის შედეგად გადაპარულიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. დე ფაქტო სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს, დაველოდებით ამ პროცესს, მაგრამ ჩვენ ველით, როდესაც ისინი წარდგებიან საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე,“ - ამბობს მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ნოდია.
დაკავებულები არიან ის პოლიციელები, რომლებსაც წაუყენეს ბრალი სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით, რეალურად, მკვლელობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, იმ კოდექსითაც კი, არაღიარებული კოდეწქსითაც კიი არ იქნა დადასტურებული, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი სერიოზული მიდგომა ამ დანაშაულთან დაკავშირებით არ არის. ისინი აწარმოებენ სპეციალურ პოლიტიკას გალის ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ცდილოობენ, მოსახლეობა აფხაზური გავლენის ქვეშ მოაქციონ, ამიტომ, მათ სჭირდებოდათ რაღაც რეაგირება და ეს „რეაგირება“ ამიტომ განახორციელეს,“ - განაცხადა "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.
ის, რომ კვეკვესკვირი გააპარეს და გააქციეს და შესაბამისად, ის ორი დაკავებულია, ეს იმას არ ნიშნავს და ვერ ჩაითვლება ამ შემთხვევაში ობიექტურ მართლმსაჯულებად. მართლმსაჯულება იზეიმებს და გაიმარჯვებს მაშინ, როცა ეს მკვლელები წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე,“ - ამბობს მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ჭითანავა.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 "მილიციელი" დააკავეს. ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული.