ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მიიღო

13.02.24 13:23
ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო - ამის შესახებ "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტმა ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მიიღო და აპირებს მონაწილეობას", - უთხრეს "პირველებს" ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში, "პირველებს" უთხრეს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილს ნებართვისთვის ახალი პრემიერისთვის არ მიუმართავს.

იგივე კითხვა დასვა "პირველებმა"  მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება. 

მთავრობის კანცელარიაში "პირველებს" დაუდასტურეს მხოლოდ ის, რომ ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციას არ დაესწრება,  საქართველოდან კიდევ ერთ დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები