"კლანის მოსამართლე" - ნინო შჩერბაკოვი შავ სიაშია

14.02.24 10:48
"კლანის მოსამართლე" -  ნინო შჩერბაკოვი შავ სიაშია

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი შავ სიაშია - ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, რომელმაც ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში გაუშვა,  mona.ge -მ "კლანის მოსამართლედ" მოიხსენია. ბოლო ქეისი, რომელიც ნინო შჩერბაკოვს უკავშირდება, ნატა ფერაძის ციხეში გაშვებაა. 

  • "სასამართლო კლანის მოსამართლე" - ნინო შჩერბაკოვი. მან ხატზე, რომელზეც სტალინიც იყო, საღებავის შესხმის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ ნატა ფერაძეს. ამავე პერიოდში შჩერბაკოვმა განიხილა "მთის ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმე. ჟურნალისტი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, მოსამართლემ მას 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
  • შჩერბაკოვმა განიხილა მარტის აქციებზე დაკავებული ორი ჟურნალისტის, ზურა ვარდიაშვილისა და ბექა ჯიქურაშვილის საქმეები და 2 200-ლარიანი ჯარიმები დაუწერა. ამ მოსამართლემ განიხილა 2023 წლის მარტში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ სხვა დაკავებულების საქმეებიც, Მათ შორის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბენეფიციარი გიორგი მექვაბიშვილის საქმეცაა, რომლის სახელითაც ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

 mona.ge -ს საიტზე უკვე იძებნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია. 

  • Mona.ge წერს, რომ თსუ-ის რექტორმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ რექტორებს არ დაუჭირა მხარი და გააძლიერა სამთავრობო პროპაგანდისტული ხაზი. ამასთან ერთად, სამუშიამ სტუდენტებს, რომლებიც დაკავებული ლექტორების მხარდასაჭერად აქციას მართავდნენ, რადიკალები უწოდა და მათ მძიმე შედეგებით დაემუქრა.
  • მათივე ცნობით, სამუშიას მიერ სისტემის მსახურება მხოლოდ ახლა არ გამოვლენილა. ის იყო „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კამპანიის გასაძლიერებლად „ოცნებამ“ ორი მეცნიერი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

შავი სიის ბოლო ფიგურანტები ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები