კანონი მეტად რეპრესიულია ცხოველთა მოყვარულთათვის, ვიდრე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებისადმი - აქუბარდია

14.02.24 17:30
კანონი მეტად რეპრესიულია ცხოველთა მოყვარულთათვის, ვიდრე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებისადმი - აქუბარდია

შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალ იწყება - ოპოზიცია ამბობს, რომ შეთავაზებულ ინიციატივას ბევრი ხარვეზი აქვს, რადგან ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს.

დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტს ბევრი აქვს სამუშაო, რადგან ახალი კანონპროექტი არა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, არამედ შინაურ ცხოველთა მოყვარული პირების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლი ორი მოწვევის პარლამენტი მუშაობდა იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც მოაწესრიგებდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემას, სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფმა ვერ უზრუნველყო იმგვარი ფორმით ამბის წარმოჩენა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომ ამან მღელვარება არ გამოიწვიოს სოციუმში. კანონპროექტს აქვს გარკვეული ტიპის მრავალი ხარვეზი, ისევე როგორც მათ შორის, რაოდენობასთან დაკავშირებით. უფრო მეტად რეპრესიულია ცხოველთა მოყვარულთათვის, ვიდრე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებისადმი", - ამბობს აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები