როგორ გამოიყურება დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობი შემდეგ (ფოტოები)

15.02.24 08:25
როგორ გამოიყურება დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობი შემდეგ (ფოტოები)

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ  პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ირკვევა, რომ სასულიერო პირმა საპყრობილე ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა.

დეკანოზი მამალაძე გუშინვე, რეამობილით, საკუთარ სახლში ქობულთში ჩაიყვენეს, მას ადგილზე ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 

სასულიერო პირს ანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, დეკანოზის ძმების თქმით, გიორგი მამალაძე პარალიზებულია, ამას ადასტურებს ადგილზე გადაღებული ფოტოები. დეკანოზი სახლში ე.წ. საკაცით შეიყვანეს. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებულმა სასულერო პირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ბრძოლა დააანონსა. 

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის მტკიცებით, ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოიძი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ ასევე, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

ცნობისთვის, გასულ შაბათს "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომაგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა. 

მსგავსი სიახლეები