დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია - მეუფე ნიკოლოზი
საქართველოს საპატრიარქო დუმს - მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ, საპატრიარქოს არც ერთი ოფიციალური კომენტარი გაუკეთებია. შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფლებაზე გამოსული სასულიერო პირი ბრძოლას და მხილების სერიას აანონსებს. როგორ დასრულდება ციანიდის საუკუნის საქმე, ეს ახლაა მამა გიორგი მამალაძის მოქმედებებზეა დამოკიდებული.
ერთადერთი, ვინც "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა, ეს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილია. მაალმა იერარქმა სიხარული გამოთქვა დეკანოზის გათავისუფლების გამო.
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია:
მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ (მამალაძის გათავისუფლება), მაგრამ რა ვქნათ, რაც არის არის. სინამდვილეში რა და როგორ არის ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ (გიორგი მამალაძეს) მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს ამ საბრალდებო დასკვნას. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი.
რაც შეეხება, დაანონსებულ მხილების სერიას, წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოდა, დეკანოზმა ისეთი ფაქტები გაასაჯაროვოს, რაც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
რისი თქმაც უნდოდა, ყველაფერი თქვა. რა უშლიდა აქამდე ესაუბრა?"- თქვა სასულიერო პირმა.