ხალხის მხარდაჭერა "ლელოსთან" მიმართებით მზარდია და ეს აშინებთ - კუპრაძის პასუხი ღარიბაშვილს

15.02.24 17:02
ხალხის მხარდაჭერა "ლელოსთან" მიმართებით მზარდია და ეს აშინებთ - კუპრაძის პასუხი ღარიბაშვილს

"ყველა ფორმაში ლანძღვას "ლელოსი" და ჩვენი ლიდერების, აქვს ძალიან მარტივი ახსნა - „ლელო“ ინდივიდუალურ რეჟიმში ძლიერდება, მათ ნათლად იციან "ლელოს" გაზრდილი რეიტინგების შესახებ," - ამ განცხადებით პასუხობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან "ლელოზე" თავდასხმას.

კუპრაძის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან "ლელოზე" თავდასხმა პირდაპირ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი საფრთხეს ხედავენ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში.

რაც შეეხება, ღარიბაშვილის კიდევ ერთ გზავნილს, სადაც მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ხაზარაძე "კრიმინალად" მოიხსენიონ, კუპრაძე ამბობს, რომ არც ეს პროპაგანდისტული გზავნილი იმოქმედებს ამომრჩეველზე.

დღეს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებულად გვესმის - ხაზარაძე, ხაზარაძემ, ლელო, ლელოს, ლელომ, ლელოთი და ა.შ. ყველა ფორმაში ლანძღვა "ლელოსი" და ჩვენი ლიდერების, ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა - „ლელო“ ინდივიდუალურ რეჟიმში ძლიერდება, მათ ნათლად იციან ლელოს გაზრდილი რეიტინგების შესახებ, ხალხის მხარდაჭერა "ლელოსთან" მიმართებით მზარდია, მატულობს და ეს აშინებთ. ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პროპაგანდისტული იდეა, რომლითაც კრიმინალები უნდა დაგვიძახონ, არ იმუშავებს, მათ შეუძლიათ საკუთარ უზრდელობასა და თავხედობაში იყვნენ თავისუფლები,“ - ამბობს კუპრაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი გამოჩენა მედიასთან - ყოფილმა პრემიერმა პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი განცხადება "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ლანძღვით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები