ხმაური ბათუმის სასამართლოში - 19 წლის ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში - დაპირისპირება ქობულეთში მოხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სამი პირის განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაშია დაკავებული და საქმის მთავარი მოწმეა, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს 5 წლითა და 6 თვით შეეფარდათ. მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ხმაური განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რადგა დაკავებულების ახლობლებმა განაჩენი გააპროტესტეს. ისინი ბრალდების მხარეს დაუპირისპირდნენ. მათ ბაჟუნაშვილის სამაგალითოდ დასჯა მოითხივეს.
სასამართლო პროცესზე სიტყვა ითხოვა მოკლულის დედამ. მარინა მაძღარაშვილმა მკვლელობის გარემოებაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.
მკვლელობა სოფელ ლეღვაში ბაჟუნაიშვილების სახლში გასულ წელს მოხდა. 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე ასევე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულის მამა და ბიძაც. მამას 5 წლით, ბიძას კი სამი წლით თავისუფლრბას აღვეთა მიესაჯათ.