დავალებული იყო, თუ არ შეასრულებდა საშემოსავლო ეკლესიიდან გაუშვებდნენ სოფლად - თორნიკე მამალაძე მეუფე დიმიტრის გარემოცვას პასუხობს
"კედელს ხომ არ გამოვანგრევდითო, ელემენტარული მოკითხვა იგულისხმა ჩემმა ძმამ... არ მინდოდა მეუფე დიმიტრიზე და იმ მამაოზე, რომელიც ღელავდა, იმიტომ, რომ დავალებული იყო - თუ არ შეასრულებდა საშემოსავლო ეკლესიიდან გაუშვებდნენ სოფლად," - ამ განცხადებას "რეაქციაში" დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აკეთებს.
როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მეუფე დიმიტრის დეკანოზი პატიმრობაში ყოფნის დროს არ მოუკითხავს. მამალაძის თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თანაშემწის დღევანდელი განცხადებაც აჩვენებს, რომ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ ვერავინ მიდის.
სასამართლოში მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ჩემს ძმას საერთოდ არ იცნობდა ახლოს, როდესაც ჩაის დასალევად ჩემთან სახლში მოდიოდა, არერთხელ სუფრასთან ყოფილა, ჩემს რძალს და ჩემს ძმისშვილებს საჩუქრებს უგზავნიდა ორ-სამ თვეში ერთხელ, მე პირადად ვიცნობდი მას, პირადად ვუსხამდი ღვინოს და ასეთი ადამიანი ჩემს ძმაზე ამბობდა, რომ მას ახლოს არ იცნობდა, ესენი ამბობდნენ რითი დავხმარებოდით, კედელს ხომ არ გამოვანგრევდითო, ელემენტარული მოკითხვა იგულისხმა ჩემმა ძმამ გუშინ, ეს ადამიანები, რომლებიც გამოსულები იყვნენ დღეს და თავის მართლების პოზიციაში იყვნენ, ამათ დაავიწყდათ ელემენტარული ქრისტიანობა. არ მინდოდა მეუფე დიმიტრიზე და იმ მამაოზე, რომელიც ღელავდა, იმიტომ, რომ დავალებული იყო - თუ არ შეასრულებდა საშემოსავლო ეკლესიიდან გაუშვებდნენ სოფლად. არაერთი ფაქტი მომხდარა ბათუმის ეპარქიაში, ვინც წინააღმდეგ წავიდა მეუფე დიმიტრის მოაშორეს ე.წ. საშემოსავლო, ფინანსურად ძლიერ ეკლესიებს, ამიტომ რასაც დაავალებენ იმას შეასრულებენ, მაგათ მონობა მორჩილება ჰგონიათ, ქრისტიანობა დაავიწყდათ,“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.