გადამწყვეტი არჩევნები და EU-ს 9 პუნქტის შესრულება - "ლელო" პაველ ჰერჩინსკის ხვდება

16.02.24 11:26
გადამწყვეტი არჩევნები და EU-ს 9 პუნქტის შესრულება - "ლელო" პაველ ჰერჩინსკის ხვდება

უკვე ერთი საათია ევროკაშირს ელჩს პარტია "ლელოს" ლიდერები ხვდებიან. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი პაველ ჰერჩინსკისთან გადამწყვეტ არჩევნებსა და ცხრა ევროპული დათქმის შესრულების გზებზე სასაუბროდ მივიდნენ. ისაუბრებენ იმ გეგმაზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა.

იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, "ლელოს" გათვლით, ერთი წელი და პოლიტიკური ნება სრულებით საკმარისი იქნება. 

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ მას გავაცნოთ ის დეტალური გეგმა, რომეიც "ლელოს" შემუშავებული აქვს ევროკავშირის 9-ვე რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმასტან დაკავშირებით თუ რას გააკეთებს "ლელო" როგორც კი შეიცვლება ეს ხელისუფლება, რომელიც არ აპირებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და არ აპირებს არცერთი ნაბიჯის გადადგმას იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

დიდი ალბათობით, დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ "ოცნების" შიშებსა და გაშავების კამპანიაზეც, რომელიც "ლელოს" და პირადად მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აქვთ აგორებული.  

ეს არის პანიკური ერქცია ივანიშვილის, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები კადრულობენ ყველაფერს, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შეგვაცვლევინებს კურსს. ჩვენი კურსია მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ცვლლებები დადგეს ქვეყანაში, სასიკეთო ცვლილებები ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ქვეყანამ, როგორც ევროპული ოაჯხის განუყოფელმა ნაწილმა დაიწყოს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

"ლელოს" ლიდერები "პირველებთან" ამბობენ, რომ "ოცნებისთის" 9 დათქმის შესრულება პრიორიტეტული არ არის და სამუშაო ფომატებიც მხოლოდ ფორმალური პროცესი იქნება.

"ლელომ" მოვამზადეთ დეტალური ხედვა და გეგმა. ამ რეფორმების განხორციელებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რეალურად, შნაარსი ამ რეფორმების რა უნდა იყოს, ამაზე კონსესუსი მიღწევადია, თუმცა ამ კონსესუსს მუდმივად შლის და ებრძვის "ქართული ოცნება". ამიტომ, ჩვენ ვერ დაველოდებით "ქართული ოცნების" ფუჭ საქმიანობას, რომლის ამოცანაც არ არის, რომ ეს რეფორმები შესრულდეს. ეს არ არის ალტერნატივა, ეს არის ჯერ-ჯერობით ერთადერთი მწყობრი ხედვა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოში, იმიტომ, რომ მე ვერ ვიტყოდი, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე კონრეტული გეგმა აქვთ, მათ აქვთ რაღაც დოკუმენტი, რომელიც არც დროშია გაწერილი, არც კონკრეტულია და არც მიზნად ისახავს,რ ომ შესრულდეს ეს რეფორმები. აუცილებელია სამუშაო და არა ბტაფორული პროცესი, რომელსაც მართავს "ქართული ოცნება",  - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

რა პოზიცია აქვს ევროპელ დიპლომატს "ლელოს" მიერ შემუშავებ გეგმაზე, ცნობილი შეხვედრის დასრულების ემდეგ გახდება.  

მსგავსი სიახლეები