გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო - მინისტრი სტიქიის პრევენციულ ღონისძიებებზე
"გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო," - ამ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აკეთებს.
შამუგიას განცხადებით, ბოლო წლებში სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის ბევრი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, ამ პროცესში კი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ექსპერტის, დარგის სპეციალისტის მონაწილეობა“, - განაცხადა მინისტრმა.
დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული
შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. დასკვნიდან ირკვევა, რომ ღვარცოფულ ნაკადს შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე მისაღწევად 7.5-10 წუთი დასჭირდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ განგაშის სისტემის მოწყობის შემთხვევაშიც კი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდებოდა.
შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია - ამ რეკომენდაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს შოვში დატრიალებული ტრაგედიის შეფასებისას.