ერთხელ მოწამლა და მეორედ სული ამოხადა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცს, ფაქტია, რომ მოკლეს - ელისაშვილი

16.02.24 16:19
ერთხელ მოწამლა და მეორედ სული ამოხადა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცს, ფაქტია, რომ მოკლეს - ელისაშვილი

"ერთხელ მოწამლა და მეორედ სული ამოხადა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცს, ფაქტია, რომ მოკლეს" - ამ განცხადებით ეხმაურება დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნავალნის გარდაცვალებას.

როგორც ელისაშვილი ამბობს, პუტინის ხელისუფლებამ ნავალნი მოკლა, რადგან ის ოკუპანტი ქვეყნის მეთაურებისთვის თავისტკივილი იყო.

ვაჟკაცი ბიჭი იყო და ძალიან სერიოზული პრობლემა და თავისტკივილი პუტინისთვის იმდენად, რამდენადაც ერთხელ მოწამლა და მეორედ სული ამოხადა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცს, ფაქტია, რომ მოკლეს, ისინი, რა თქმა უნდა, სწორ მიზეზს არ გვეტყვიან, მაგრამ ჯანღონით სავსე კაცი იყო, რომ იმხელა ტოქსიკურ თავდასხმას გაუძლო, თეთრეული და საცვლები მოუწამლეს და ამას გაუძლო და ამას გადაურჩა, ისეთი ძლიერი იყო ფიზიკურად, მაგრამ ფაქტია, რომ გატეხეს, მოკლეს, ასეთი ქვეყანა გვყავს ოკუპანტად,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება. FSIN აგზავნის კომისიას მოსკოვიდან იმ კოლონიაში, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, იტყობინება დეპარტამენტი. ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ.

გამოცემა SOTAvision აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს კოვროვსკის სასამართლოს გუშინდელი შეხვედრიდან, სადაც ნავალნი დისტანციურად იყო ჩართული პროცესზე.

2020 წლის აგვისტოში განხორციელდა ალექსეი ნავალნის სიცოცხლის მცდელობა. მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში პოლიტიკოსმა გონება დაკარგა. ომსკში თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვების შემდეგ ის ტოქსიკური მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები