ნავალნის სიკვდილი ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში ხაზს უსვამს პუტინის სისტემის სისუსტესა და ლპობას - ბლინკენი
"მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას," - ამ განცხადებით ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ნავალნის გარდაცვალების ცნობას.
ბლინკენის შეფასებით, ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
პირველ რიგში, თუ ეს ცნობები სიმართლეს შეესაბამება, ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატავთ მის მეუღლეს და ოჯახს. გარდა ამისა, მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ჩვენ განვიხილავთ ამას ბევრ სხვა ქვეყანასთან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ალექსეი ნავალნის ბედით, განსაკუთრებით თუ ეს ცნობები სიმართლეს აღმოჩნდება," - ამბობს ბლინკენი.
რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება. FSIN აგზავნის კომისიას მოსკოვიდან იმ კოლონიაში, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, იტყობინება დეპარტამენტი. ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ.
გამოცემა SOTAvision აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს კოვროვსკის სასამართლოს გუშინდელი შეხვედრიდან, სადაც ნავალნი დისტანციურად იყო ჩართული პროცესზე.
2020 წლის აგვისტოში განხორციელდა ალექსეი ნავალნის სიცოცხლის მცდელობა. მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში პოლიტიკოსმა გონება დაკარგა. ომსკში თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვების შემდეგ ის ტოქსიკური მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.