"პუტინი მკვლელია" - აქცია პარლამენტის წინ
"პუტინი მკვლელია" - ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია პარლამენტის წინ, თბილისში. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულები ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურებიან.
პარლამენტთან მოქალაქეებს მიტანილი აქვთ სანთლები და ნავალნის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ნავალნის გარდაცვალება ციხეში - დღეს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იქნება. მათ უერთდებიან ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია.
ფოტოებს SOTA ავრცელებს.