პრეზიდენტების ემოციური შეხვედრა - რა ხდებოდა ღარიბაშვილის შემთხვევაში?

17.02.24 13:24
პრეზიდენტების ემოციური შეხვედრა - რა ხდებოდა ღარიბაშვილის შემთხვევაში?

 

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

ფოტოს და შეხვედრის კადრებს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

ზელენსკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიესალმა. ორი ქვეყნის ლიდერს შორის კომუნიკაციაც შედგა. 

რა ხდებობა საქართველოს ყოფილ პრემიერთან მიმართებით?

გასული წლის ოქტომბერში, ესპანეთში ჩასული პრემიერი ღარიბაშვილი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიესალმა. ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ხელი ფორმალურადაც კი არ ჩამოართვა. როცა ზელენსკის ირგვლივ მსოფლიო ლიდერები ტრიალებდნენ, საქართველოს პრემიერი პუტინის მოკავშირე უნგრეთის პრეზიდენტს ღიმილით ესაუბრებოდა. 

ანალოგიური მოხდა ევროპის პოლიტიკურ ფორუმზეც, როდესაც ირაკლი ღარიბაშივლი ვოლოდიმერ ზელენკის არ მიესალმა.

უკრაინის პრეზიდენტი დიდი ხანი იდგა ღონისძიების მასპინძელი სასახლის ეზოში და სათითაოდ ესაუბრებოდა ევროპელ ლიდერებს, თუმცა მათ შორის არ ყოფილა საქართველოს პრემიერი.

ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენცია ხვალ დასრულდება. მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს. 

პრეზიდენტი მიუნხენში ოფიციალურად მიიწვიეს. ზურაბიშვილს ნებართვა არც ამჯერად უთხოვია. 
კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს განიხილევენ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.

 

მსგავსი სიახლეები