მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა - კასიანოვი ზელენსკის და ზურაბიშვილის შეხვედრაზე
ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიუნხენის კონფერენციაზე - ანდრეი კასიანოვი, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, სოციალურ ქსელში კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ბოლოსდაბოლოს ეს შეხვედრა შედგა.
"მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა!
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ურთულეს დროს.ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ქართველ მოხალისეებს და თანამებრძოლებს, მუდამ გვერდში დგომისთვის! ჩვენთვის თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!
აუცილებლად ერთად დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებს
ძალა ყოველთვის ერთობაშია!ერთად გამარჯვებისთვის ჩვენს საერთო მტერზე - ფაშისტურ რუსეთზე!" წერს კასიანოვი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ზელენსკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიესალმა.