საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
ზელენსკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიესალმა.
პრეზიდენტი მიუნხენში ოფიციალურად მიიწვიეს. ზურაბიშვილს ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.
კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს განიხილევენ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.