შეიარაღებული თავდასხმა "შაბათის"ეთერის ჯგუფზე - მწვანე კონცხზე დრონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩამოაგდეს

17.02.24 21:36
შეიარაღებული თავდასხმა "შაბათის"ეთერის ჯგუფზე -  მწვანე კონცხზე დრონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩამოაგდეს

შეიარაღებული თავდასხმა "შაბათის ეთერის" ჯგუფზე - როგორც კი "შაბათის ეთერმა" მწვანე კონცხზე ივანიშვილის კიდევ ერთი მიტოვებული პროექტის გადაღება დაიწყო, "ტვ პირველის" კუთვნილი დრონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩამოაგდეს. 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა დაადგინა, რომ ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჯარიმები ჩამოაწერა და ვალდებულებების შესრულების ვადაც გადაუწია.

პოლიციამ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლაც კი ვერ გაბედა, "შაბათის ეთერის" არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, "შაბათის" გუნდს დაზიანებული დრონიც კი არ დაუბრუნეს, რადგან მეხსიერების ბარათზე სავარაუდოდ,  სროლის ფაქტიც იქნებოდა დაფიქსირებული. გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნა კი სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ეს ივანიშვილის ობიექტის მცველების ინტერესებში არ შედიოდა.

ცნობისთვის, ივანიშვილის დაპირების მიხედვით, მწვანე კონცხზე ახლა 123 მილიონიანი პროექტი უნდა იდგეს,  თუმცა არ დგას და არც არავინ აშენებს. ეს მშენებლობაც მიტოვებულია. 

ღარიბაშვილის დამალული განკარგულებები - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება სრულად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები