ზურაბიშვილი დესტრუქციას და სახელმწიფოს აბუჩად აგდებას განაგრძობს - სარჯველაძე
პრეზიდენტის დესტრუქციას განაგრძობს, - ასე ეხმიანება მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის ინტრევიუს, რომელიც მან "ევროაქტივს" მისცა. სახელისუფლებო გუნდის წევრი პრეზიდენტს სახელმწიფოს აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს და ისევ ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წვლილი არ მიუძღვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უდავოდ, რომ საქართველოს პრეზიედნტი, პრაქტიკულად, არარც არის უფლებამოსილი, რომ ითვლებოდეს ასეთად. იგივე დესტრუქციული ნაბიჯებით სვლას და გაგრძელებას დესტრუქციული ქმედებებისა, ეს, მემგონი, გასაგებია რა მიზანს ისახავს. ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული მართლწესრიგის, კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება. ის არ იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღება გახდა გარდაუვალი, შემეგ არ აფაცურდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი წვლილის წარმოჩენა შეძლებოდა, რომელიც არ არსებობდა. ხელის შეშლის მეტი მას არაფერი გაუკეთებია. დიდი ტრაგედიაა, როდესაც პრეზიდენტისთვის უფრო მეტ ღირებულებას იწვევს ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა, ვიდრე ქვეყნის მხარდაჭერა, - ამბობს სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშილი დღეს სიტყვით წარდგება.