"წინასწარ შეთანხმებული" - "ოცნებას" მიუნხენში სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხვაზე ახალი ვერსია აქვს

19.02.24 15:22
"წინასწარ შეთანხმებული" - "ოცნებას" მიუნხენში სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხვაზე ახალი ვერსია აქვს

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფაქტობრივად პოლიტიკური შოუს დადგმაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე სიკორსიმ და ზურაბიშვილმა წინასწარ შეათანხმეს, როგორ უნდა დაესვა კითხვა სააკაშვილის შეწყალებაზე პოლონელ დიპლომატს  და რა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის რეაქცია.  

ნათელია, რომ კამპანია მიმდინარეობს - შეიძლება არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კამპანია წინასწარ არის შეთანხმებული ზურაბიშვილთან იმის გამო, რომ შემდეგ მან შეიწყალოს სააკაშვილი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, ამ განცხადებას აქვს ორი მხარე: ერთი მხარე ეს არის პირადი ურთიერთობები და ამ შემთხვევაში, მე შემიძლია გავიგო ამ პირადი ურთერთობების, მაგრამ მეორე მხარე, ეს არის სახელმწიფოთაშორისი უღთიერთობები და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, - ამბობს მმაღთველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.

არჩილ თალაკვაძე კი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს მესამე პრზიდენტის შესაწყალებლად შესაბამის კლიმატს უქმნიან. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას ზურაბიშვილი სრულიად ოპოზიციისგანაც ელოდოს. 

ეს და სხვა განცხადებები არის ერთიანი ხაზის ნაწილი და ჯდება ერთადერთ ლოგიკაში, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუქმნან შესაბამისი კლიმატი იმისთვის, რომ მან მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. საზოგადოებას აჩვევენ და საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ იმისთვის, რომ სააკაშვილის შესაძლო შეწყალება იყოს ნაკლებად დამაზიანებელი ქალბატონი ზურაბიშვილისთვის.

არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონო სალომე ზურაბშვილის მოწოდება, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა, ასევე ემსახურება დამატებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებაზე ერთიანი მოთხოვნის ჩამოყალიბებას. არ გამოვრიცხავთ, რომ მას სურს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვოს სააკაშვილის შეწყალება და აი, ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება, - ამბობს თალაკვაძე. 

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ზურაბიშვილს  მიხეილ სააკაშვილის შეწყალება შეახსენეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტმა საქართველოს პრეზიდენტს დაუფარავად უთხრა, რომ დროა, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქმეში, რომელსაც მესამე პრეზიდენტისთვის ციხის კარის გახსნა ჰქვია. 

მსგავსი სიახლეები