გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება - ნიკა სამხარაძე ზურაბიშვილი-ზელენსკის შეხვედრაზე
"ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება", - ამ განცხადებას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით აკეთებს.
სამხარაძის თქმით, ოფიციალური შეხვედრა არ შემდგარა პრეზიდენტებს შორის.
ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კადრები ვნახეთ კონფერენციის რაღაც ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ, გამოლაპარაკების კადრები. თუ შეხვედრა შედგა კარგია, მაგრამ კიდევ ვერ ვამბობ, რომ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება," - განაცხადა ნიკა სამხარაძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.