მდინარაძე: ბორელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება

20.02.24 18:37
მდინარაძე: ბორელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება

"ბორელს უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბორელმა "მეორე ფრონტის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ამის შესახებ განცხადებები "სერიოზულად არ მიუღიათ".

მდინარაძის თქმით, ბორელს "ისეთი რაღაცების თქმა უწევს, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება". მისი მტკიცებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამის გამო ხშირად "უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება". 

ბოლოს, თუ სწორი იყო თარგმანი არ ვიცი, მე ვერ მოვასწარი მეორედ ამ ნაწილის ყურება, უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება ბატონი ბორელი, მაგალითად, უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო. ბოლო ნაწილს თუ მოუსმინეთ, მას უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება. ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით ვამბობ ამას.

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ევროკავშირშიც კი, როდესაც მათ სხვაგვარი კომენტარის გაკეთება უწევთ იმაზე, რაც ჩვენ საკუთარი ყურით მოვუსმინეთ. მაგალითად ის, რომ დანილოვმა მართლაც მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტისაკენ. იყო თუ არა ეს ასე? ყველა ხომ მიდასტურებთ, რომ ასე იყო", - თქვა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები