მკვლელობა თბილისის ცენტრში - 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მკვლელობა თბილისის ცენტრში - 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
ბრალდების მხარე სირაძისთვის აღკვეთის სახით, ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი მისი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.
დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული ყაზბეგში იმ დროს დააკავეს, როდესაც ლარსის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა - ბაჩო (ჯემალ) სირაძესთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. სირაძემ ჭავჭავაძის ქუჩაზე 5 გასროლა მანქანიდან განახორციელა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმების ჩარევამდე გული გაუჩერდა.