ბიზნესმენი კალაძე-თალაკვაძის საძმოდან დეპუტატი გახდა - ვინ არის "კომოს ტბის საძმოს" წევრი? VIDEO
საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დასაშვებად ცნო - კენჭისყრის პროცედურა დღეს გაიმართა და მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ბარვენაშვილი "ოცნების" საარჩევნო სიით უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.
ვინ არის ბარვენაშვილი?
გიორგი ბარვენაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, პირველად 2021 წლის 19 ნოემბერს მოექცა, როდესაც თბილისში ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ იტალიაში, კომოს ტბაზე, მის ორგანიზებულ წვეულობაზე წაიყვანა. მაშინ ამ ამბავს დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. თალაკვაძე იძულებული გახდა, ვოიაჟი კომოს ტბაზე შეეწყვიტა და თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თალაკვაძესთან ერთად, კომოს ტბის ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში წვეულობაზე მეურვეობდა რამდენიმე დეპუტატი და თბილისის მერი კახი კალაძე.
რა ბიზნესი აქვს?
"ქართული ოცნების" ახალი დეპუტატი, მილიონერი პარლამენტარების სიაში შევა. ის ფლობს შპს ფფე-ს 100%-ს, შპს "GORAGROUP-ის" 100%-ს, შპს "ჯი ჯი ჯი ჯორჯიას" 25%-ს ისრაელის მოქალაქეებთან ერთად, შპს "ნამა კონსალტინგის" 34%-ს, შპს "ტექნოკლიმას" 10%-ს, შპს ბიბი ჯგუფის 50%-ს და შპს ოდა-ს 50%-ს. ასევე, შპს "parna-ს" წილის 50%-ს კი, კომპანიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის 4 მოქალაქე ინაწილებს.