გელათის განადგურების საქმე - წულუკიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები უკვე პროკურატურაშია

27.02.24 13:33
გელათის განადგურების საქმე - წულუკიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები უკვე პროკურატურაშია

თეა წულუკინის და მისი გუნდის წინააღმდეგ მტკიცებულებები უკვე პროკურატურაშია - უფლებამცველები ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დოკუმენტი უწყებაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის"  წარმომადგენლებმა შეიტანეს.

მესამე სექტორი გელათის უნიკალური ფრესკების დაზიანების გამო მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ოფიციალურად ითხოვს.

"ორი შესაძლო დანაშაული, რომელიც შეიძლება იკვეთებოდეს, ეს არის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა. მიგვაჩნია, რომ გამოძება აუცილებლად უნდა დაიწყოს და ის უნდა იყოს ძალიან სწრაფი და ეფექტინი და უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის გამოძიების მსვლელობაზე", - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი.

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ წულუკინის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ შედეგები ვერ გათვალა, ამიტომ უფლებამცველები მინისტრს სამოხელეო დანაშუალის ჩადენაში ამხელენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგანგაშო დასკვნას ასაჯაროებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ გელათის რეაბილიტაციის დროს სამოხელეო დანაშუალი მოხდა. ახლა უკვე გენარალურმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ ჩაიდინა დანაშუალი და ვინ უნდა აგოს პასუხი.


 

მსგავსი სიახლეები