პირველი ინტერვიუ პუტინის მოწინააღმდეგე რუს აქტივისტთან, რომელიც "ოცნებამ" საქართველოში არ შემოუშვა

27.02.24 17:11
პირველი ინტერვიუ პუტინის მოწინააღმდეგე რუს აქტივისტთან, რომელიც "ოცნებამ" საქართველოში არ შემოუშვა

პირველი ინტერვიუ პუტინის მოწინააღმდეგე რუს აქტივისტთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიები მოწყო. მაქს ივანცოვი, დეტალურად იხსენებს იმ დღის მოვლენებს, როცა ის საქართველოში არ შემოუშვეს.

რუსი აქტივისტი სასაზღვრო პოლიციას დამამცირებელ მოპყრობასა და მუქარაშიც ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ მას თბილისში შემოსვლის უფლება ანტიპუტინისტური განწყობების და ოპოზიცინერი პოლიტიკოსის კამპანიაში მონაწილეობის გამო არ მისცეს. 

მითხრეს, დროზე წადი აქედან, არანაირ მიზეზს არ გეტყვით. მინდოდა ადვოკატთან დარეკვა, არ დამარეკინეს, შენთვის არ შეიძლებაო. ავედი თვითმფრინავის ტრაპზე. კაპიტანმა მითხრა, რომ ქართული პოლიცია კანონს არღვევდა. შემდეგ ჩამკეტეს ოთახში, წაიღეს ჩემი ნივთები, ხანდახან შემოდიოდნენ და კეთილი და ბოროტი პოლიციელის როლს თამაშობდნენ. ერთი მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადა, არავინ შეგეხება, დარჩი რამდენი ხანიც გინდა. მერე სმენის უფროსი შემოდიოდა და ხან დამეჯახებოდა, ხან ხელს წამომარტყავდა, მეუბნებოდა, ახლა მოსკოვში მივდივართო. რაც მოხდა, უკავშირდება პრეზიდენტობის კანდიდატად ნადეჯდინის რეგისტრაციისთვის შეგროვებულ ხელმოწერებს. ბორის ნადეჯდინი არ არის ძალიან პოპულარული საქართველოში, იგი ნამდვილად ცუდად გამოდიოდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მას ვეთანხმები. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, რომ ის იდეალურია, უბრალოდ, ეს ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ომის წინააღმდეგ მოწოდებით გამოდის. ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ხშირად გვაკითხავდნენ, მოდიოდნენ, გვეცნობოდნენ, გვათვალიერებდნენ, გვეკითხებოდნენ, როგორაა საქმეო და მიდიოდნენ. მხოლოდ მე კი არ მითხრეს უარი შემოსვლაზე, ასევე უარი უთხრეს გოგონას, რომელიც ხელმოწერებს აგროვებდა ნადეჟდინისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გახდა მიზეზი". - ამბობს ივანცოვი.

რუსი ქტივისტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლასაც აანონსებს და არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგსაც მიმართოს.

მაქსიმ ივანცოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბორის ნაძეჟდინს უჭერდა. კვირეების განმავლობაში ხელმოწერებს ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აგროვებდა, რათა მისი კანდიდატურა ცესკოს დაეშვა. 

შეგახსენებთ, რომ კუროპტევმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ საქართველოში გადმოსახლებულ რუს აქტივისტს ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან.

მსგავსი სიახლეები