"რა პოლიტიკური თავშესაფარი, გაემგზავრე მოსკოვშიო" - ივანცოვი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს
პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც "ოცნებამ" საქართველოში არ შემოშვა, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგსაც მიმართოს.
ივანცოვი "პირველებთან" დეტალურად ყვება, როგორ უთხრეს საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი და როგორ უთხრეს, რომ მოსკოვი საშიში ქვეყანა არ არის, რომლის მოქალაქესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თავშესაფარი არ უნდა სჭირდებოდეს.
რუსი აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ხელისუფლება შეფარვით უჭერს მხარს პუტინს და სწორედ ამას უკავშირდება მისი არშემოშვება საქართველოში.
ივანცოვი გეგმავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებსაც ესაუბროს და სთხოვოს, რომ საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან წქამოწიონ.
მათ (საქართველოს ხელისუფლებას) არათუ არ დაუწყიათ ეს პროცედურა, ისინი ჩემი შეკითხვის პასუხად, იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რა პოლიტიკური თავშესაფარი? გაემგზავრე მოსკოვში - მოსკოვი რა საშიშია? მე ვაპირებ გავასაჩივრო გადაწყვეტილება. 10 დღე მაქვს ამისთვის. ახლა იურისტებთან კონსულტაციას გავდივარ. თუ ისევ უარს მეტყვიან და ალბათ, ასეც მოხდება, სასამართლოში წავალ. თუ იქაც წავაგე, ევროპულ სასამართლოს მივმართავ. საქართველოში მაქვს საცხოვრებელი, მანქანა, მყავს მეგობრები. უნდა ვიცოდე რატომ ხდება ასე. მე რუსეთი უკვე დავტოვე, ახლა საქართველოს მატოვებინებენ. მაგრამ ვხედა, რომ ეს არის მუდმივი ტენდენცია - როდესაც რუს აქტივისტებს, უფლ;ებადამცველებს, ჟურნალისტებს - მაგალითად, დოჯდის ჟურნალისტებს საქართველოში არ უშვებენ და არც ეუბნებიან რის საფუძველზე. რატომ იქცევა ასე ქართული ხელისუფლება იმიტომ, რომ ისინი შეფარვით მხარს უწერენ პუტინს.
მინდა ევროკომისიის წარმომადგენლებს ვესაუბრო ამ თემებზე და მათ ეს საკითხი წამოწიონ საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩემნაირ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნენ, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აქედან გასვლას არც კი ფიქრობს. შიშობენ, რომ ხელისუფლება უკან აღარ შემოუშვებს. არადა, ხელისუფლება ამით კანონს არღვევს", - ამბობს ივანცოვი.
მაქსიმ ივანცოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბორის ნაძეჟდინს უჭერდა. კვირეების განმავლობაში ხელმოწერებს ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აგროვებდა, რათა მისი კანდიდატურა ცესკოს დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ კუროპტევმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ საქართველოში გადმოსახლებულ რუს აქტივისტს ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან.