"ამნისტიის საკითხი "ქოც-ნაცურ" ბრძოლაზე მაღლა უნდა დავაყენოთ" - იაგო ხვიჩია
"ამნისტიის საკითხი "ქოც-ნაცურ" ბრძოლაზე მაღლა უნდა დავაყენოთ" - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, თუ "ოცნება" გადაწყვეტს ამნისტია არ შეეხოს მიხეილ სააკაშვილს, მაშინ გაუჭირდებათ იმ პატიმრებისთვის ახსნა და დასაბუთება, ვინც ამ მუხლით იხდიან სასჯელს, თუ რატომ არ შეეხოთ მათ აღნიშნული ამნისტია.
არალოგიკური იქნებოდა ამნისტია შეეხოს ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილზე მეტი სასჯელი აქვს მისჯილი და არ შეეხოს ნაკლები სასჯელი ვისაც აქვს მისჯილი იმას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვსაუბრობთ ამნისტიაზე და არა შეწყალებაზე. იმის გამო, რომ არ გვინდა რომ ამნისტია შეეხოს მიხეილ სააკაშვილს, ის არ შეეხოს იგივე ადამიანებს, რომლებიც იგივე მუხლით ზიან ციხეში და შესაბამისად, რა უნდა უთხრან, იმიტომ არ შეგეხოთ ამნისტია, რომ იგივე მუხლით სააკაშვილი იხდიდა სასჯელს. ეს უბრალოდ აუხსნელი და დაუსაბუთებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ჰუმანურ აქტს ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქოც-ნაცურ ბრძოლაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი"- ამბობს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.