"ოცნება" არ გამორიცხავს, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს, რომელიც სააკაშვილზეც გავრცელდება

28.02.24 15:35
"ოცნება" არ გამორიცხავს, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს, რომელიც სააკაშვილზეც გავრცელდება

"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილზეც გავრცელდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ  ამ საკითხზე მსჯელობა იგეგმება.

გიორგი კახიანის თქმით, ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს და არა კონკრეტულ პირებს.

ამნისტიის დაყვანა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორამდე არასწორად არის, იმიტომ, რომ ამნისტია არ ეხება კონკრეტულ პირებს. ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს და ერთი და იგივე მუხლით შეიძლება, არაერთი ადამიანი იხდიდეს სასჯელს. ამიტომ, როდესაც ამნისტიის საკითხზე არის მსჯელობა, რა თქმა უნდა, კომპლექსურად ხდება აქ საკითხის შესწავლა, ამ ამნისტიის ტექსტს გავეცნობით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს ჩვენ მასთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია", - ამბობს გიორგი კახიანი.

ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ თუ ამნისტია იქნება, ის ყველა ადამიანზე გავრცელდება.

ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა გახლავთ ის, რომ არა ყველანი ციხეში, არამედ პრევენცია. ამნისტია არ ხორციელდება ხოლმე ერთი ადამიანის გამო. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ამნისტია, ის იქნება შესაბამისად, და ამიტომ აქ სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეიძლება", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

მსგავსი სიახლეები