სალომე ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - სოფო ჯაფარიძე

28.02.24 20:31
სალომე ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - სოფო ჯაფარიძე

სალომე ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა და მესამე პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.

სოფო ჯაფარიძე ასე შეეხო პარლამეტში "გირჩის" მიერ დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტსაც და განაცხადა, რომ ამ საკითხზე დეტალები არ იცის, თუმცა ის რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს და უნდა გათავისუფლდეს, ეს მისი თქმით, აუცილებელია მოთხოვნაა.

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადახედოს კი არა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მან იცის რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმისათვის, რომა რ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია.

რაც შეეხება ამნისტიის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ რაც შეეხება ამ ინიციატივას, ჩვენ ბევრი დეტალი არ ვიცით ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ამნისტიის იდეა არის ჰუმანური აქტი და ვფიქრობთ და მე პირადად სრულად ვეთანხმები და არის ძალიან კარგი, მაგრამ არის დანაშაულები, პირობითად პედოფილია, რომელსაც ცხადია, არ უნდა შეეხოს ამნისტია. იქიდან გამომდინარე, რომ მე დეტალები არ ვიცი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ამბობს ჯაფარიძე.

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.