სააკაშვილი "ოცნებისთვის" რეალური პრობლემაა - კორძაია
დაამტკიცებს თუ არა "ოცნება" ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილსაც ეხება? - დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია "პირველებთან" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდისთვის მოცემული ინიციატივა სასარგებლო აღმოჩნდება, პარლამენტის უმრავლესობის წევრები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ "ოცნებისთვის" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.
"ოცნება" თუ ჩათვლის, რომ ეს არ არის მისთვის სასარგებლო პროექტი, ის არ მიიღებს ამ პროექტს და თუ ჩათვლის, რომ სასარგებლოა, მაშინ მიიღებს. მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის რეალური პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ქილიკობენ ამ საკითხზე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათთვის ფაქტორი. მე არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ პრინციპული საკითხები შეიცვლება, რადგან იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ დათანხმდება იმიტომ, რომ თვლის, უსამართლო იქნება ეს მიდგომა", - ამბობს თამარ კორძაია.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.