თუ ჭარბი ლიბერალიზმით მივუდგებით პატიმრების გამოშვებას, შეიძლება, კრიმინალური სტატისტიკა გაგვეზარდოს - მაჭარაშვილი

29.02.24 13:36
თუ ჭარბი ლიბერალიზმით მივუდგებით პატიმრების გამოშვებას, შეიძლება, კრიმინალური სტატისტიკა გაგვეზარდოს - მაჭარაშვილი

თუ ჭარბი ლიბერალიზმით მივუდგებით პატიმრების გამოშვებას, შეიძლება, კრიმინალური სტატისტიკა გაგვეზარდოს - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაწარაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი, თუმცა ამბობს, რომ პარლამენტში მსჯელობას დაელოდება და ამის შემდეგ ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია.

პატიმართა რაოდენობა თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკით შემცირდა ორნახევარჯე რ და ეს კიდევ შემცირდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ამნისტიები იქნება, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, პროცესები მიდის კარგი ქვეყანაში. მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა მოგვივიდეს დისბალანსი. თუ ჭარბი ლიბერალიზმით მივუდგებით პატიმრების გამოშვებას ციხიდან ნაადრევად, შეიძლება კრიმინალური სტატისტიკა გაგვეზარდოს. ყოველიშემთხვევისთვის პოზიტიურად არ ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ ბევრი არგუმენტებია ამის საწინააღმდეგოდ, დანარჩენს მსჯელობის დროს ნახავთ პარლამენტში", - ამბობს მაჭარაშვილი.

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.