რას ამბობს რომან გოცირიძე ამნისტიის კანონპროექტზე

29.02.24 13:31
რას ამბობს რომან გოცირიძე ამნისტიის კანონპროექტზე

"ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე ელოდება, როდის მიიღებს საბოლოო ამნისტიის კანონპროექტი და ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, მისცემს თუ არა ხმას აღნიშნულ ინიციატივას.

ამნისტია მიშასაც ხომ ეხება, ხოდა რომ არ მოვაწერო უხერხულობის მომენტია, ამ მომენტითაც მოაწერეს ვიღაცებმა ხელი, მაგრამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენებს უნახევრებ და ციხიდან უშვებ, არამგონია ეს იყოს სწორი მიდგომა. მე არ ვარ ამ ამნისტიის ინიციატორი და მივცემ თუ არა ხმას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საბოლოოდ რა სახეს მიიღებ", - ამბობს რომან გოცირიძეს. 

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.