ამნისტიის ინიციატივის მთავარი ავტორი დამალულია - ბექა ლილუაშვილი

29.02.24 16:25
ამნისტიის ინიციატივის მთავარი ავტორი დამალულია - ბექა ლილუაშვილი

ამნისტიის ინიციატივის მთავარი ავტორი დამალულია - ამის შესახებ "ახარიას გუნდის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ ამნისტიის საკითხს, პარტია "საქართველოსთვის" მხარს არ დაუჭერს.

მთავარი ავტორი ამ ამნისტიის პროექტის არის დამალული და ძალიან მალე ეს მთავარი აქტორიც გამოჩნდება და საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რაზე არის ეს ამნისტია მორგებული. მთავარი საკითხი აქ პოლიტიკური თვალსაზრისით არის ორი, ერთი - მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება, მეორე, წინასარჩევნო ინტერესები. პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ ამნისტიის საკითხს, პარტია "საქართველოსთვის" მხარს არ დაუჭერს", - ამბობს ლილუაშვილი.

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.