ამნისტიის ინიციატივამ არ მგონია, მხარდაჭერა ჰპოვოს - სარჯველაძე
"ოცნების" წევრს, მიხეილ სარჯველაძეს არ ჰგონია, რომ ამნისტიის ინიციატივამ მხარდაჭერა ჰპოვოს, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში აას არაერთგავროვანი რეაქციები მოჰყვება.
ეს არის ამნისტია, რამდენადაც მე ვიცი, რომელიც გათვალისწინებულია უკლებლივ ყველასთავის ერთი მეოთხედით და ერთი ნაწილისთვის ნახევრით შემცირება სასჯელის. ეს მათ შორის ისეთ მუხლებს ეხება, რომლის გამოც საზოგადოების რეაქცია შესაძლოა, არაერთგვაროვანიც იყოს. არ მგონია, რომ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ჰპოვოს. მე მეჩვენება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგავრი პოპულისტური ნაბიჯი", - ამბობს სარჯველაძე.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.