ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია - პროკურორი

29.02.24 22:04
ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია - პროკურორი

"ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია" - ამ განცხადებას პროკურორი ლევან ვეფხვაძე აკეთებს. 

პროკურორის თქმით, ლილოში მოკლულ 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა სიცოცხლის დროინდელია. როგორც პროკურორი ამბობს, ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი დანა და ქურ­თუ­კი, რომ­ლე­ბიც სის­ხლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, და­ნა­შა­ულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.

პროკურატურა გენდერული ნიშნით მკვლელობას ედავება - პროკურორის თქმით, "ის, რომ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა, ეს მი­უ­თი­თებს მის ფეთ­ქე­ბად ხა­სი­ათ­ზე, სტე­რე­ო­ტი­პულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბის სტილს."

ინ­სტაგ­რა­მის მი­მო­წე­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბულს მი­აჩ­ნდა სა­კუთ­რე­ბად. ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი. გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. ყო­ვე­ლი ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია.
ბრალ­დე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2-დან 3-ის ნა­ხევ­რამ­დე მოხ­და. 19 :21 წუთ­ზე ეს ადა­მი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ჭი­რეს. ის თა­ვად გა­მო­ცხად­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მისი გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ იქ­ნებ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.
ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი დანა და ქურ­თუ­კი, რომ­ლე­ბიც სის­ხლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, და­ნა­შა­ულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.
ასე­ვე, სახ­ლთან ახ­ლოს, ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი შარ­ვა­ლი. სა­მი­ვე სა­ფუძ­ვე­ლი სა­ხე­ზეა, რო­გორც მი­მალ­ვის, ისე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, ისე ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის. თუ რო­გორ ჩა­ი­დი­ნა მან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ნამ­დვი­ლად ქმნის იმის წარ­მოდ­გე­ნას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის მო­იქ­ცეს მო­მა­ვალ­ში, თუ მას არა­სა­თა­ნა­დო სას­ჯელს მივ­ცემთ.
ის, რომ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა, ეს მი­უ­თი­თებს მის ფეთ­ქე­ბად ხა­სი­ათ­ზე, სტე­რე­ო­ტი­პულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბის სტილს.
ჩვენ გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის­თვის მისი ვი­ნა­ო­ბა ვი­ცო­დით, თუმ­ცა ვა­ზუს­ტებ­დით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რათა ასეთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე მის­თვის ბრა­ლი წარ­გვედ­გი­ნა.
გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აღ­მო­ვა­ჩენთ. მას სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს კონ­ტაქ­ტე­ბი. დედა ჰყავს სა­ზღვარ­გა­რეთ და ქვეყ­ნის სა­ზღვა­რიც არა­ერ­თხელ აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მი­მალ­ვის საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნი ამო­ღე­ბუ­ლია, მას ყვე­ლა მი­მო­წე­რა წაშ­ლი­ლი აქვს და ეს ამ­ტკი­ცებს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­საც ცდი­ლობ­და.
ერ­თა­დერ­თი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ვე საფრ­თხეს აღ­კვეთს, არის პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რე არც პი­რად თავ­დე­ბას და არც გი­რა­ოს სა­კითხს არ გა­ნი­ხი­ლავს. ბრალ­დე­ბულს არც რა­ი­მე პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა არ გა­აჩ­ნია. გი­რა­ოს ვერ­ცერ­თი ოდე­ნო­ბა მის­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ბრალ­დე­ბის ფსი­ქი­ატ­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­წავ­ლით, რათა კი­დევ მეტ დე­ტალს მო­ე­ფი­ნოს ნა­თე­ლი”, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

მსგავსი სიახლეები