პრემიერს უშუალო შეხება აქვს მინისტრების კომპეტენციასთან და უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს - კალაძე აზარაშვილის გათავისუფლებაზე

01.03.24 15:08
პრემიერს უშუალო შეხება აქვს მინისტრების კომპეტენციასთან და უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს - კალაძე აზარაშვილის გათავისუფლებაზე

პრემიერს უშუალო შეხება აქვს მინისტრების კომპეტენციასთან და უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ზურაბ აზარაშვილის მოხსნას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

„მე არ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერ მინისტრს უშუალო შეხება მთავრობის მუშაობასთან და მინისტრების კომპეტენციასთან მათ მუშაობასთან.

პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით", - ამბობს კალაძე.

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

მსგავსი სიახლეები