"პირველებმა" გაარკვია, ჯაველიძის გარდა, კიდევ ვინ დაემშვიდობება თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში

01.03.24 15:19
"პირველებმა" გაარკვია, ჯაველიძის გარდა, კიდევ ვინ დაემშვიდობება თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში

ირაკლი ღარიბაშვილის კადრების წმენდა ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძის პოსტიდან გათავისუფლებით გაგრძელა, თუმცა ჯერ არ დაუსრულებია - ვიდრე პრემიერი შეარჩევს, თუ ვინ დაიკავებს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ამ მოვალეობას ჯაველიძის ყოფილი მოადგილე ილია შამუგია შეასრულებს. 

თუმცა, "პირველების" ინფრომაციით, ეს არ იქნება ერთადერთი ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში და უახლოეს დღეებში პოსტს დაემშვიდობება რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი. მთავარი დასაყრდენი მთავრობის ადმინისტრაციაში სწორედ რევაზ ჯაველიძე და ლერი ბარნაბიშვილი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია. 

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

მსგავსი სიახლეები