ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - მდინარაძე აზარაშვილის მოხსნაზე

01.03.24 15:30
ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - მდინარაძე აზარაშვილის მოხსნაზე

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება "ოცნების" უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოხსნას.

მისი თქმით, ახალი სისხლია იმისთის საჭირო, რომ კომუნიკაციის პრობლემები მოგვარდეს.

ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მადლობა მინისტრს მის მიერ გაწეული ყველა კარგი საქმისათვის, მაგრამ ალბათ, ახალი სისხლია ნამდვიალდ საჭირო ამ კომუნიკაციის კარგად დასარეგულირებლად. ახალი მინისტრი ამ კომუნიკაციის პრობლემებს კიდევ უფრო კარგად დაალაგებს, მენეჯმენტს კიდევ უფრო კარგად დაალაგებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს არ ექნებათ პრობლემები ამ მიმართულებით", - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა კიდევ ერთი მოხსნილი თანამდებობის პირის საკითხს და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის უფროსის  თანამდებობაზე პირის დანიშვნა პირადი შეხედულებით უნდა გადაწყდეს,

ადმინისტრაციის უფროსი ისეთი თანამდებობაა, რომელიც არის პირველი გამტარი პრემიერსა და მთავრობას შორის. აქედან გამომდინარე, ის პირადი შეხედულებით უნდა გადაწყდეს",- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია. 

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

 

მსგავსი სიახლეები