აზარაშვილის მინისტრობა რეპრესიული პოლიტიკის გატარება იყო, არასოდეს გვხდებოდა მედიკოსებს - რესპუბლიკურის ექიმი

01.03.24 15:59
აზარაშვილის მინისტრობა რეპრესიული პოლიტიკის გატარება იყო, არასოდეს გვხდებოდა მედიკოსებს - რესპუბლიკურის ექიმი

რესპუბლიკურის ექიმები აზარაშვილის მინისტრობას რეპრესიულად და ხისტად აფასებენ. მედიკოსი ნინო ოთარაშვილი ამბობს, რომ ანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ექიმებს არასდოეს ხვდებოდა და მხოლოდ მოადგილეების დოზენზე ჰქონდათ კომუნიკაცია.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აბსოლუტურად მიწასთან გასწორდა რესპუბლიკური საავადმყოფო, რეპუტაციულად იქნებოდა ეს თუ სამედიცინო სერვისების ხელის შეშლის თვალსაზრისით. ამავე დროს, მისი მინისტრობა ეს იყო ძალიან ხისტი, რეპრესიული პოლიტიკის გატარება საზოგადოების მიმართ. ის არასდროს არ ხვდებოდა სამედიცინო საზოგადოების წარმოამდგენლებს და არ ითვალისწინებდა მათ აზრს. პრაქტიკულად, მას ექიმებთან კომუნიკაცია არასდორს არ ჰქონია და მისი მოადგილეები საშუალებით იყო კომუნიკაცია, რომელთა დამოკიდებუება ძალიან აგდებული და არასერიოზული იყო", - ამბობს ექიმი ნინო ოთარაშვილი.

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

მსგავსი სიახლეები