"შიდაკლანური დაპირისპირება მეფის კარზე" - კალოიანი აზარაშვილის მოხსნაზე

01.03.24 16:20
"შიდაკლანური დაპირისპირება მეფის კარზე" - კალოიანი აზარაშვილის მოხსნაზე

"შიდაკლანური დაპირისპირება მეფის კარზე" - ასე აფასებს ექიმი და "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის პოსტიდან მოხსნას.

კალოიანის თქმით, რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი, რადგან ჯანდაცვის  პოლიტიკასთან მიმართებაში მაინც არაფერი იცვლება. 

ვინ იქნება მინისტრი, რეალურად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაში ვერ ვნახეთ ვერაფერი ახალი ჯანდაცვის პოლიტიკასთან მიმართებაში. ეს იყო წინა პრემიერის გამოსვლის გადამღერება რეალურად შეიაარსობრივად. ამიტომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები რეალურად მოსალოდნელი არ არის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შიდაპარტიული თუ შიდაკლანური დაპირისპირება მეფის კარზე", - ამბობს კალოიანი.

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

 

მსგავსი სიახლეები