ზურაბ აზარაშვილი დუმს - ახლა ყველა კობახიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია
ზურაბ აზარაშვილი დუმს - ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, სამსახურიდან გაშვებას ერთი სიტყვითაც კი არ გამოხმაურებია. ერთ დროს ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი საგანგებოდ გარემონტებულ სამუშაო ოთახში ბოლო საათებს ითვლის. სამინისტროშიი სრული დაბნეულობაა. საჯარო მოხელეებმა დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყვეს, რომ სამინისტრო მინისტრის, თავად კი უფროსის გარეშე დარჩნენ.
ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იქნება აზარაშვილის ადგილმონაცვლე, თუმცა ამ კითვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, რამდენიმე კანდიდატურაზე მსჯელობს ახლა პრემიერი და დიდი ალბათობით, კვირის დასაწყისში წარადგენს ახალ ჯადაცვის მინისტრს, თუმცა ვისზე შეაჩერებს არჩევანს, ამ საკითხზე საუბარი მმართველ გუნდში ჯერ ძალიან უჭირთ. ახლა ყველა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
მთავრობის მეთაურს არ დაუმალავს, რომ მინისტრის თანამდებობა მის პოლიტიკას შეეწირა. აზარაშვილი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკურის შენობა დასანგრევია.
"პირველების" ინფრომაციით, დღეს განხორციელებული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში, არ იქნება ერთადერთი ცვლილებადა უახლოეს დღეებში პოსტს დაემშვიდობება რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია.
დღეს თანამდებობა დატოვა ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.
"პირველების" ინფორმაციის ცვლილებები იგეგმება ასევე საგარეო და იუსტიციის სამინისტროებში.