მოჩვენებითი ძმობის შემდეგ, კობახიძე ღარიბაშვილის ხალხს დაერია - აქუბარდია

02.03.24 11:52
მოჩვენებითი ძმობის შემდეგ, კობახიძე ღარიბაშვილის ხალხს დაერია - აქუბარდია

სამთავრობო ცვლილებები - პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მოჩვენებითი ძმობის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხალხს დაერია, რადგან, როგორც აქუბარდია ამბობს, მათ შორის ძმური სიყვარული არც არასდროს ყოფილა.

ძმური სიყვარული ორ ირაკლის - პარტიის თავმჯდომარეს და პრემიერს არ გააჩნიათ. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რამდენადაც მოჩვენებითი ძმობის შემდეგ დაერია ირაკლი ღარიბაშვილის ხალხს ირაკლი კობახიძე. მაგრამ ახლა არის საარჩევნო წელი და ირაკლი კობახიძე მოჩვენებითად უფრო მეტის, პოპულიზმის შემომტანი იქნება, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა ის, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა", - ამბობ აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

კობახიძემ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია. 

"პირველების" ინფორმაციის ცვლილებები იგეგმება ასევე საგარეო და იუსტიციის სამინისტროებში.

 

მსგავსი სიახლეები