კობახიძე და ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინები არიან - ბოკერია

02.03.24 12:33
კობახიძე და ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინები არიან - ბოკერია

კობახიძე და ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინები არიან - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია ამბობს, რომ არც ახლანდელიდ ა არც ძველი პრემიერი პოლიტიკურად არაფერს არ წარმოადგენენ და ახლა მათი ამოცანიაა ვის უფრო "მეტი ტორტის ნაჭერი" შეხვდება ივანიშვილის ქოლგის ქვეშ.

არც კობახიძე არც ღარიბაშვილი პოლიტიკურად არაფერს არ წარმოადგენენ. ისინი არიან ივანიშვილის ცალკეული პოლიტიკური თოჯინები. ამ თოჯინებს თავისი პოლიტიკური ნეპოტისტური ინტერესები აქვთ და ამ საკითხში შეიძლება დაპირისპირება მოუვიდეთ. ქვეყნისთვის ამით არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება. რა პრობლემაც ამაში უნდა დავინახოთ, არის ის, რომ დისკუსია იმაშ კი არ არის, რომ რომელიმეს აქვს განსხვავებული პოლიტიკური ხედავ და განსხვავებულ რამეს სთავაზობს საზოგადოებას, არა ეგ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ. აქ საუბარია, იმ სტატუსკვოში, რომელიც ამ ოლიგარქის ქვეშ არის, ესენი როგორ იარსებებენ, ვის უფრო მეტი ნაწილი ექნება პოლიტიკური ტორტის", - ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

კობახიძემ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია. 

"პირველების" ინფორმაციის ცვლილებები იგეგმება ასევე საგარეო და იუსტიციის სამინისტროებში.

მსგავსი სიახლეები