რას ამბობს ღარიბაშვილი კობახიძის მიერ აზარაშვილის გაშვებაზე - ყოფილი პრემიერის პირველი კომენტარი

02.03.24 14:06
რას ამბობს ღარიბაშვილი კობახიძის მიერ აზარაშვილის გაშვებაზე - ყოფილი პრემიერის პირველი კომენტარი

სამტავრობო ცვლილებები - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გაშვებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ პრემიერსა და ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს სხვადასსხვა შეხედულებები ჰქონდათ.

ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ოცნების" თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ჯაველიძის შეცვლაზეც და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი არ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, რადგან საუბარია ნდობით აღჭურვილ პირზე.

ძალიან მარტივი მოცემულობაა. თქვენ თუ ეძებთ რაღაც სკანდალს და ვერ იპოვით სკანდალს, დამერწმუნეთ. ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. მე როდესაც ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაშინ 6 მინისტრი შევცვალე. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით. მე როგორც ვიცი, ჯანდაცვის მინისტრსა და ირაკლი კობახიძეს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა-მოხსნა-დანიშვნა.

მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, რომ თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი. მე მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურა აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.", - ამბობს ღარიბაშვილი."

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

კობახიძემ ღარიბაშივლის კიდევ ერთი ახლო გარემოცვის წევრი რევაზ ჯაველიძე კობახიძემ პოსტრიდან გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტურია. 

"პირველების" ინფორმაციის ცვლილებები იგეგმება ასევე საგარეო და იუსტიციის სამინისტროებში.

 

მსგავსი სიახლეები