აზარაშვილმა ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხარვეზები იყო - მდინარაძე

02.03.24 14:33
აზარაშვილმა ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხარვეზები იყო - მდინარაძე

ზურაბ აზარაშვილმა ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხარვეზები იყო - ამის შესახებ "ოცნების" უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იყო განსხვავებები ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

როდესაც არის გარკვეული სხვაობები, მათ შორის, ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, ასეთ დროს მუშაობა გააგრძელოს რომელიმე მინისტრთან. ეს გამოიკვეთა ჯანდაცვის მინისტრის შემთხვევაში. ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლო პერიოდში, კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და იყო მართლაც განსხვავებები, მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიღებული იქნა ეს ერთობლივი გადაწყვეტილება", - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. 

კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

მსგავსი სიახლეები